Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქიმიაში მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2023

ამერიკის ქიმიური საზოგადოება ქართველ სტუდენტთა წარმომადგენლობა (ACS GSC) გიწვევთ "მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმ 2023"-ზე. სიმპოზიუმი გაიმართება 2 ივნისს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (TSU), 1-ლი კორპუსი, ჭავჭავაძის ქუჩა N1, თბილისი, საქართველო.

 

ACS GSC, ამერიკის ქიმიური საზოგადოება ქართული საერთაშორისო წარმომადგენლობა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთიანი კოლაბორაციით წელს მართავს მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს. ეს ღონისძიება საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს და გამოცდილ მკვლევრებს რომ გაუზიარონ ერთმანეთს უახლესი კვლევები, რაც შემდგომ ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგის განვითარებას ამ რეგიონში. 

 

დელეგაციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან ჩაატარებენ პრეზენტაციებს. შემდგომ კი იქნება პოსტერ პრეზენტაციები სტუდენტების მიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში.

 

გთხოვთ იხილოთ ბმული ფაილი ზუსტი განრიგისთვის.

 

ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურა/დოქტორანტურის სტუდენტებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ სიმპოზიუმში თავიანთი უნიკალური კვლევებით (გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ლიტერატურული კვლევები არ მიიღება).

 

სიმპოზიუმზე მონაწილეობა უფასოა და სამუშაო ენა არის ინგლისური. 

 

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი კვლევის აბსტრაქტი მოცემულ იმეილზე 23:59 23 მაისს. აბსტრაქტი აუცილებლად უნდა იყოს ბმულზე მოცემული ფორმატის მიხედვით დაწერილი - https://bit.ly/3Kht14m და გამოგზავნილი ამ მეილზე - acs.geo.studentchapter@gmail.com. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ "Abstract, 4th International Symposium 2023 - თქვენი სრული სახელი". მიღების შემდგომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პოსტერის დაბეჭდვა და ჩაბარება ინდივიდუალურად მოგიწევთ. პოსტერების ჩაბარების საბოლოო თარიღსა და მდებარეობას მოგვიანებით გაცნობებთ. 

brochure